აქ მე მინდა ცოტა რამ ვთქვა სამყაროზე და მის შემადგენლობაზე.
პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ მთელი სამყარო დროის საწყისში , დაახლოებით 15 მილიარდი წლის წინ, იყო მოქცეული ერთ წერტილში. მთელი სამყაროს ერთ წერტილში ყოფნისათვი საჭირო იყო წარმოუდგენლად დიდი ენერგია, ამიტომაც გარდაუვალი იყო აფეთქება. შემდეგ მოხდა დიდი აფეთქება და ნელნელა სამყარომ მიიღო ისეთი სახე, როგორიც დღეს არის. დიდი აეთქების შემდეგ რაღაც დროის მანძილზე სამყარო შენელებულად ფართოვდებოდა, მაგრამ რატომღაც მოხდა ისე,რომ გარკვეული დროის მერე სამყარომ დაიწყო აჩქარებულად გაფართოება და ის დღესაც ფართოვდება ყველა მიმართულებით, მაგრამ ეს საკმაოდ უცნაური და გაურკვეველი მოვლენაა, რადგანაც არსებობს მსოფლიო მიზიდულობის კანონი, გრავიტაცია, რომელიც გვეუბნება, რომ ნებისმიერი ორი სხეული ერთმანეთთან მიიზიდებიან ძალით, რომელიც პროპორციულია მათი მასების და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის. ჩვეულებრივ ამ ძალის გავლენით ლოგიკურია, რომ სამყაროს გაფართოება იყოს შენელებული, მაგრამ რეალურად ცდამ აჩვენა, რომ სამყარო აჩქარებულად ფართოვდება. ისმის კითხვა, რა ძალა იწვევს სამყაროს გაფართოებას? მეცნიერები ბევრი ფიქრის შემდეგ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სამყაროში არსებობს ეგრეთ წოდებული ბნელი ენერგია (Dark Energy) და ბნელი მატერია (Dark Matter). სწორედ ამ ბნელი ენერგიის და ბნელი მატერიის არსებობის გამო ხედება სამყაროს გაფართოება. ბნელი იმიტომ ჰქვია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მათი დაფიქსირება. ერთ-ერთი ცდა, რომლის შედეგადაც მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე , რომ ბნელი მატერია არსებობს, არის შემდეგი: მეცნიერები აკვირდებოდნენ ვარსკვლავებს და აღმოჩნდა, რომ ისინი ერთიდაიგივე ვარსკვლავს ხედავდნენ ორგან, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ვარსკვლავიდან წამოსული სხივი გარდატყდებოდა, იყოფოდა ორად, ბნელ მატერიასთან ურთიერთქმედების გამო და სწორედ ამიტომ ერთ ვარსკვლავს ხედავდნენ ორ ადგილას.
მოგვიანებით მეცნიერებმა გაზომეს და ვიცით, რომ ჩვენი სამყაროს 70% -ს წარმოადგენს ბნელი ენერგია, 25%-ს ბნელი მატერია და მხოლოდ და მხოლოდ 5%-ს ნორმანული, ჩვენთვის ხილული მატერია, ანუ მთელი გალაქტიკები, ვარსკვლავები და ა.შ.
ბლოგის შესახებ
მოგესალმებით!
ამ ბლოგის შექმნის იდეა დამებადა მას შემდეგ, რაც ვნახე სამეცნიერო ბლოგი samecniero.net. ამ ბლოგზე მე დავწერ ისეთ თემებს, რომლებიც მე მაინტერესებს და ვიმედოვნებ, რომ თქვენთვისაც საინტერესო იქნება. მადლობა, რომ სტუმრობთ ჩემს ბლოგს! |
|
0 კომენტარი:
დატოვეთ კომენტარი