აქ მე მინდა განვიხილო თუ რა სიდიდეებთან გვაქვს საქმე მიკროსამყაროში.
10-6 სმ სიგრძიდან უკვე იწყება მიკროსამყარო, სადაც მოქმედებს კვანტური ფიზიკის კანონები.
ატომის ზომა არის 10-8 სმ-ის რიგის, ბირთვის ზომა კი არის 10-13 სმ-ის რიგის.
10-6 - 10-8 სმ მანძილებში მუშაობს ატომური ფიზიკა.
10-13 სმ - ბირთვული ფიზიკა. დაბალი ენერგიების ფიზიკა.
10-13-10-16 სმ და უფრო მცირე მანძილებზე მუშაობს თანამედროვე მაღალი ენერგიების ფიზიკა.
დღესდღეობით 10-16 სმ - ზე მცირე მანძილზე "შეღწევა" არ მოხერხებულა, ანუ ეს არის ის მინიმალური მანძილი რა მანძილამდეც ეჯახება ნაწილაკი ატომბირთვს. ცერნში მიმდინარე ექსპერიმენტში შესაძლებელია ეს მანძილი კიდევ უფრო შემცირდეს და ამ შემთხვევაში შესაძლებელია საქმე გვქონდეს ახალ აღმოჩენებთან, რომელიც ეხება პარალელურ სამყაროებს და დამატებით განზომილებებს.
ატომურ და ბირთვულ ფიზიკაში ენერგიას და მასას გამოსახავენ ერთიდაიგივე ერთეულებში და მათ შორის თანაფარდობა მყარდება შემდეგი ფორულით: E=mc2 . ატომისა და ბირთვის მასას ზომავენ ე.წ მასის ატომურ ერთეულებში (მაე) . 1მაე ტოლია ნახშირბადის ატომის 12C -ის იზოტოპის მასის 1/12 ნაწილისა. 1მაე=1.66x10-24 გ. ელექტრონის მასა ტოლია m=9x10-28 გ. მიკროსამყაროში ენერგიის საზომი ერთეულია ელექტრონვოლტი (ევ). ერთი ელექტრონვოლტი რიცხობრივად ტოლია იმ ენერგიისა, რომელსაც მიიღებს ელექტრონი ერთი ვოლტი ძაბვის დროს.
1კევ=103 ევ. (კილოელექტრონვოლტი)
1მევ=106 ევ. (მეგაელექტრონვოლტი)
1გევ=109 ევ. (გიგაელექტრონვოლტი)
1ტევ=1012 ევ. (ტერაელექტრონვოლტი)
დღესდღეობით ყველაზე მაღალენერგიან ნაწილაკად მიიჩნევა კოსმოსურ სხივებში არსებული ნაწილაკები, ძირითადად პროტონები, რომელთა ენერგია ტოლია 1021 ევ. ცერნში მიმდინარე ექსპერიმენთში პროტონები აჩქარებულია 7ტევ-ი ენერგიით. შედარებისთვის ატომური ბომბის აფეთქებისას ერთი აქტის დროს გამოყოფილი ენერგია ტოლია მხოლოდ 200მევ-ისა.
სიჩქარეები მიკრო სამყაროში იზომება სინათლის სიჩქარის ერთეულებში: C=3x1010 სმ/წმ.
სინათლის სიჩქარით ვრცელდება ელექტრომაგნიტური ტალღები და მხოლოდ უმასო ნაწილაკები. ელექტრონს თუ მივანიჭებთ 106 ევ ენერგიას, ის იმოძრავებს სინათლის სიჩქარის 94% სიჩქარით.
მიკროსამყაროში მიმდინარე პროცესების დამახასიათებელი დრო, ანუ ბირთვული დრო ტოლია t=10-23 წმ-ის.
რადგანაც ბირთვი კვანტური სისტემაა, მას არ გააჩნია მკვეთრი საზღვარი. ექსპერიმენტალურად დადგენილია, რომ ბირთვებისთვის არსებობს შიდა არე, სადაც ბირთვის სიმკვრივე მუდმივია და გარე ფენა, სადაც სიმკვრივე თანდათან ეცემა ნოლამდე. ბირთვის სიმკვრივე ტოლია p=2x1014 გ/სმ3 , ეს ნიშნავს 200 მილიონ ტონას სანტიმეტრ კუბში (200 000 000 ტ/სმ3).
ბლოგის შესახებ
მოგესალმებით!
ამ ბლოგის შექმნის იდეა დამებადა მას შემდეგ, რაც ვნახე სამეცნიერო ბლოგი samecniero.net. ამ ბლოგზე მე დავწერ ისეთ თემებს, რომლებიც მე მაინტერესებს და ვიმედოვნებ, რომ თქვენთვისაც საინტერესო იქნება. მადლობა, რომ სტუმრობთ ჩემს ბლოგს! |
|
0 კომენტარი:
დატოვეთ კომენტარი