ასტრონომიული ერთეული- მანძილი დედამიწისა და მზის ცენტრებს შორის, 1 AU ≈ 150,000,000 კმ ≈ 8 სინათლის წუთი.
სინათლის წელიწადი - მანძილი რომელსაც სინათლე გადის წელიწადში, 1 ly ≈ 9,500,000,000,000 კმ ≈ 63,000 AU ≈ 0.3 pc.
პარსეკი - პარალაქსი არკ-სეკუნდში, 1 pc ≈ 3.26 ly ≈ 3.1 × 1013 კმ.
მზის სისტემა:
შედგება 8 პლანეტსგან, აქედან პირველი ოთხი პლანეტა წარმოადგენს ხმელეთიან პლანეტას (მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი) , ხოლო შემდეგი ოთხი პლანეტა არის გაზური პლანეტა (იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი). ჩვენი მზის სისტემა იმყოფება გალაქტიკაში სახელწოდებით "ირმის ნახტომი", რომელიც წარმოადგენს სპირალური ტიპის გალაქტიკას. ჩვენი გალაქტიკა შეიცავს დაახლოებით 1011 ვარსკვლავს. მზე მდებარეობს გალაქტიკის ერთ-ერთი მკლავის პერიფერიაზე გალაქტიკის ცენტრიდან დაახლოებით 8 Kpc მანძილზე.
სამყაროს შედგენილობა:
ამ ვიდეოში მოყვანილია ჩვენი ვარსკვლავის, მზის, სისტემის პლანეტების და ჩვენი გალაქტიკის სხვა ვარსკვლავების ზომების შედარება:
ეხლა კი დავუბრუნდეთ თემის სათაურს და ვნახოთ თუ სად არის ჩვენი ადგილი სამყაროში:
სამყაროს ზომა დაახლოებით 46 მილიარდი სინათლის წელია, ხოლო მისი სიმკვრივე 10-29 გრ/სმ3. ჩვეულებრივი მატერია (ატომები) შეადგენს სამყაროს მხოლოდ 4-5 %-ს. ამ ხილული მატერიის თითქმის 72 %-ს წყალბადი შეადგენს, დაახლოებით 27 %-ს ჰელიუმი, ხოლო მენდელეევის ტაბულის ყველა დანარჩენი ელემენტის წვლილი 1 %-ზე ნაკლებია.
ამ ვიდეოში მოყვანილია ჩვენი ვარსკვლავის, მზის, სისტემის პლანეტების და ჩვენი გალაქტიკის სხვა ვარსკვლავების ზომების შედარება:
ეხლა კი დავუბრუნდეთ თემის სათაურს და ვნახოთ თუ სად არის ჩვენი ადგილი სამყაროში:
10 კომენტარი:
ძალიან მომეწონა პირველი ვიდეო. სამყაროზე ვამზადებ პრეზენტაციას და ძალიან დამეხმარება.:) მადლობა
არაფრის.
მიხარია რომ ვიღაც მაინც ინტერესდება ჩემი ბლოგით.
აი არ ვიცი რა ვთქვა რა .. მართლა მაგარი ბლოგია, ძალიან საინტერესოა. მადლობა ასეთი სიახლეებისთვის და ასე გააგრძელეთ : ))
strong
მადლობა, რომ მოგწონთ ჩემი ბლოგი. სამწუხაროდ ამ ბლოგისთვის დრო აღარ მრჩება, ამიტომაც კარგა ხანია აქ ახალ თემებს ვეღარ ვწერ :(
და რა მაინტერესებს .. ამას თქვენ თვითონ წერთ თქვენივე შესაძლებლობებით, თუ საიდანმე აკოპირებთ ?
ეს ყველაფერი სულ მე დავწერე, არსაიდან არ დამიკოპირებია. თუ კითხვები გაქვს კიდევ ჩატში გადმოინაცვლე, თუ არ ჩანს ჩატი გვერდი განაახლე და გამოჩნდება
mixaria rom qartul enaze arsrbobs aseti blogi didi madloba am blogis avtorss aseve gagardzele
wolfsheim
გაიხარე.
მიხარია თუ მოგწონთ ჩემი ბლოგი.
ძაან მაგარი ბლოგია მაგარი ავტორივც ჰყავს
მადლობა ლაშა :)
დატოვეთ კომენტარი