ალბათ ყველამ იცის, რომ მანქანის დასამუხრუჭებლად უფრო ეფექტურია არ გამოვიყენოთ მკვეთრი მუხრუჭი, ანუ არ მოვახდინოთ ბორბლების ბლოკირება. აქ მე შევეცდები ავხსნა თუ რატომ არ არის უფრო ეფექტური მანქანის დამუხრუჭება ბორბლების ბლოკირებით.
როგორც ვიცით, როდესაც მანქანას ვამუხრუჭებთ, ხახუნის ძალა არის უკან მიმართული და რაც უფრო დიდი იქნება ხახუნის ძალა, მით უფრო მალე გაჩერდება მანქანა. სანამ მანქანა დაიწყებს მოცურებას, ბორბალი ისევ ბრუნავს, იცვლება ბორბალის შეხების წერტილი გზასთან ე.ი საქმე გავაქვს სტატიკურ ხახუნის ძალასთან, მაგრამ როცა მანქანა დაიწყებს მოცურებას, აღარ იცვლება ბორბალის შეხების წერტილი გზასტან და თანაც ეს შეხების წერტილი გადაადგილდება გზის ზედაპირზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ბორბალზე მოქმედებს კინეტიკური ხახუნის ძალა:როგორც ნახაზიდან სჩანს, თავიდან სანამ არის სტატიკური ხახუნი, ხახუნის ძალას აქვს მაქსიმალური ნმიშვნელობა, ხოლო როგორც კი დაიწყება მოცურება, სტატიკური ხახუნი გადადის კინეტიკურ ხახუნში და მისი მნიშვნელობა მკვეთრად მცირდება.ე.ი გამოდის, რომ მანქანაზე უნდა მოქმედებდეს სტატიკური ხახუნის ძალა, რათა მოხდეს მისი შეჩერება რაც შეიძლება სწრაფად, ამისათვის კი საჭიროა არ მოვახდინოთ მკვეთრი დამუხრიჭება, ბორბლების ბლოკირება.
როგორც ვნახეთ მანქანის დასამუხრუჭებლად არ არის ეფექტური ბორბლების ბლოკირება, მაგრამ თუ მანქანა არ არის აღჭურვილი სპეციალური სისტემით, მაშინ ცოტათი ჭირს ბორბლების ზუსტად იმ დონემდე დამუხრუჭება სანამ მოცურება დაიწყება, ამიტომაც თანამედროვე მანქანები მათმა შემქმნელებმა აღჭურვეს ABS (Anti-lock Braking System)-სისტემით , რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს იმას , რომ არ მოხდეს ბორბლების ბლოკირება.
ეხლა განვიხილოთ სიტუაცია როცა მანქანა წინ მიდის, ამ დროს წამყვანი ბორბლები ძრავის მიერ გამომუშავებული ძალით ტრიალებენ წინ და ცდილობენ, რომ გზის ზედაპირი დააცურონ უკან, ე.ი გზის ზედაპირისგან მოქმედი ხახუნის ძალა მიმართულია წინ, მანქანის მოძრაობის მიმართულებით, ამიტომაც მანქანის სწრაფად გადაადგილებისთვის საჭიროა ხახუნის ძალა იყოს რაც შეიძლება დიდი, ამისათვის კი როგორც უკვე ვნახეთ საჭიროა მოქმედებდეს სტატიკური ხახუნის ძალა. თუ ბორბლები წინ გადაადგილებასთან ერთად დაიწყებენ ადგილზე ტრილასაც, მაშინ იმოქმედებს კინეტიკური ხახუნის ძალა, რომელცი ბევრად ნაკლებია სტატიკურ ხახუნზე.
ალბათ ბევრ ახალბედა მძღოლს ჰგონია, რომ მანქანის ადგილიდან სწრაფად დასაძრავად საჭიროა საწვავის მიწოდების ბოლომდე გაზრდა და ბორბლების ადგილზე დატრიალება, სინამდვილეში კი, როდესაც საწვავის მიწოდება დიდია და ბორბლები ადგილზე ტრიალებენ მოქმედებს კინეტიკური ხახუნის ძალა, რომელიც ნაკლებია სტატიკური ხახუნის ძალაზე, რის გამოც მანქანა უფრო ნელა აკრიფავს სიჩქარეს ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ბორბლები არ დატრიალდება ადგილზე. ე.ი მანქანის ადგილიდან მაქსიმალურად სწრაფად დაძვრისთვის კი არ უნდა გავზარდოთ საწვავის მიწოდება ბოლომდე, არამედ უნდა მივწოდოთ საწვავის ის რაოდენობა, როცა სტატიკური ხახუნის ძალას ექნება მაქსიმალურ მნიშვნელობა...
ბლოგის შესახებ
მოგესალმებით!
ამ ბლოგის შექმნის იდეა დამებადა მას შემდეგ, რაც ვნახე სამეცნიერო ბლოგი samecniero.net. ამ ბლოგზე მე დავწერ ისეთ თემებს, რომლებიც მე მაინტერესებს და ვიმედოვნებ, რომ თქვენთვისაც საინტერესო იქნება. მადლობა, რომ სტუმრობთ ჩემს ბლოგს! |
|
4 კომენტარი:
cita gaurkvevlad aris axsnili
კონკრეტულად რა არის გაუგებარი დაწერე და შევეცდები უფრო გასაგებად დავწერო...
იმისათვის რომ ყველაფერი გაიგო, რაღაც მაინც უნდა იცოდე...
The сartridge conѕists οf a mixture of liquid nicotinе vаpoг that becomes
vaрor in the atοmizеr.
my ωeb blog coupons for v2 cigs
დატოვეთ კომენტარი